"საიდუმლო და განსაკუთრებული ამბავი უნდა გაგიზიაროთ" - დაწერა ჯენიფერ ლოპესმა საკუთარ ტვიტერზე და პოსტს ბეჭდის "ემოჯიც" დაურთო, რამაც მისი თაყვანისმცემლების აღფრთოვანება გამოიწვია.
ჯენიფერმა და ბენმა ურთიერთობა 2002 წელს დაიწყეს, როცა ფილმი Giigli-ს გადასაღებ მოედანზე პირველად შეხვდნენ ერთმანეთს. მათ ქორწილი მალევე, 2003 წელს ჩანიშნეს, თუმცა "მედიის გადაჭარბებული ყურადღების გამო" ცერემონია წინა დღისით გადადეს, 2004 წლის იანვარში კი საერთოდ გააუქმეს და ერთმანეთს დაშორდნენ.
ბენიფერის შერიგების შესახებ ჭორები 2021 წლის აპრილში გავრცელდა. წყვილმა ლოს-ანჯელესში რამდენიმე დღე ერთად გაატარა, მოგვიანებით კი იმოგზაურა მონტანაში, მათ რომანტიკული ფოტოები გადაიღეს იახტაზე, ერთად გამოჩნდნენ Met Gala-ზე...
ცოტა ხნის წინ პაპარაცებმა ბენ აფლეკი ერთ-ერთ საიუველირო მაღაზიაშიც შენიშნეს და გაჩნდა ეჭვი, რომ წყვილი კვლავ აპირებს დაქორწინებას. სოციალურ ქსელში ამის შესახებ არაერთი ვარაუდი გამოითქვა, თუმცა ბენს და ჯენიფერს ამის შესახებ ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებიათ.