ბრაზილიელ ფეხბურთელს, ჟივანილიო დე სოუზას, რომელიც ცნობილია მეტსახელით "ჰალკი“, მეოთხე შვილი შეეძინა. ახალშობილი ფეხბურთელისა და მისი მეორე მეუღლის, კამილას პირველი საერთო შვილია. კამილა "ჰალკის" ყოფილი ცოლის ძმისშვილია.
გოგონას ზაია დაარქვეს. დე სოუზას პირველ ქორწინებაში სამი შვილი ჰყავს: 13 წლის იანი, 11 წლის ტიაგო და 8 წლის ალისა. შვილების დედა ირან ანხელო ფეხბურთელის ახლანდელი ცოლის, კამილას მამიდაა.
ფეხბურთელის მეოთხე შვილი მაიმიში დაიბადა. გახარებული მამა ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს და ახალშობილის ფოტოებს აქვეყნებს.
"ყოვლისშემძლე ღმერთისა და ღვთისმშობლის ლოცვა-კურთხევით, ჩვენი პატარა ზაია დაიბადა. ზაია ჩემს მშობლიურ ენაზე "განმანათლებელს", "იღბალს" და "აყვავებულ ყვავილს" ნიშნავს. ის ნამდვილად მოდის სინათლის მოსატანად ჩემს ცხოვრებაში და უფრო მეტად გაანათებს მას. მოდი, ააყვავე ჩვენი სახლი, ჩემო სიყვარულო, ჩვენ დიდი ხანი ვოცნებობდით შენ მოსვლაზე. მადლობა ღმერთს ჩემი ოჯახისთვის, რომელსაც პატივს ვცემ და სამუდამოდ მეყვარება. დალოცვილი იყავი. კეთილი იყოს შენი დაბადება, ჩემო პრინცესა, მე შეგიყვარებ და სამუდამოდ დაგიცავ. ჰალკი/შენი მამა" - წერს ფეხბურთელი.
35 წლის დე სოუზამ პირველად მეუღლის ორსულობის შესახებ სექტემბერში გაამხილა. წყვილმა ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც ექოსკოპიაზე გადაღებული ფოტოები ეჭირათ ხელში.
წაიკითხეთ სრულად