ჯანეტ ქერდიყოშვილისა და ნოე სულაბერიძის წყვილი სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ისინი საკუთარ ყოველდღიურობასა და ოჯახურ ფოტოებს გამომწერებს ხშირად უზიარებენ.
წყვილი განსაკუთრებით აქტიურია „ინსტაგრამზე“, სადაც ოჯახურ თუ პირად ფოტოებთან ერთად, ბევრ სასარგებლო ინფორმაციასაც აზიარებენ.
ამჯერად ჯანეტმა მისი და ნოეს ახალი ვიდეო გამოაქვეყნა წარწერით: „როდესაც ცდილობთ რომანტიკული წყვილი იყოთ, მაგრამ რაღაც ყოველთვის გიშლით ხელს“.