ლეგენდარული მსახიობი ალ პაჩინო საკუთარ დაბადების დღეზე 28 წლის შეყვარებულთან, ნურ ალფალაჰთან ერთად გამოჩნდა. წყვილმა პაჩინოს 82 წლის იუბილე დასავლეთ ჰოლივუდში, კალიფორნიაში აღნიშნა.
ალ პაჩინო, ნური და მათი მეგობრები ჟურნალისტებმა ერთ-ერთ იტალიურ რესტორანთან დააფიქსირეს. პაჩინომ და ნურმა შეხვედრა პანდემიის პერიოდში დაიწყეს. ამერიკული მედია ამბობს, რომ ნური მხოლოდ მდიდარ და ასაკით უფროს მამაკაცებს ხვდება.
ასაკობრივი სხვაობა პრობლემას არ წარმოადგენს, მიუხედავად იმისა, რომ ალ პაჩინო ნურის მამაზე უფროსია. ნური მდიდარი ოჯახიდანაა და სანაცნობო წრეც შესაბამისი ჰყავს. საინტერესოა, რომ ეს არ არის ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ალფალაჰი მასზე ბევრად უფროს მამაკაცს ხვდება. მას ურთიერთობა ჰქონდა 78 წლის მიკ ჯაგერთან და 60 წლის მილიარდერ ინვესტორ ნიკოლას ბერგრუენსთანაც.
„ასაკობრივი სხვაობა პრობლემას არ წარმოადგენს, მიუხედავად იმისა, რომ ალ პაჩინო ნურის მამაზე უფროსია“ - ვინ არის 28 წლის ნურ ალფალაჰი, რომელსაც 81 წლის ალ პაჩინოსთან აქვს რომანი