მანჩესტერ იუნაიტედის ვარსკვლავმა, კრიშტიანო რონალდომ და მისმა მშვენიერმა პარტნიორმა, ჯორჯინა როდრიგესმა სულ ცოტა ხნის წინ საზოგადოებას სამწუხარო ინფორმაცია გაუზიარეს და დაწერეს, რომ მათი ახალშობილი ტყუპებიდან ერთ-ერთი გარდაიცვალა.
რონალდომ ამის შესახებ კომენტარიც გააკეთა და თქვა, რომ ეს არის ყველაზე დიდი ტკივილი, რომელიც შეიძლება მშობელმა განიცადოს: "ჩვენი პატარა ბიჭის გარდაცვალების შემდეგ, მხოლოდ ჩვენი გოგონას გადარჩენა გვაძლევს ძალას, რომ ცხოვრება იმედით გავაგრძელოთ," - აღნიშნა მან.
დღეს კი რონალდომ ქალიშვილთან ერთად გადაღებული პირველი ფოტო გამოაქვეყნა: "სამუდამო სიყვარული..." - დაწერა ფეხბურთელმა.
სულ ცოტა ხნის წინ, არსენალთან თამაშის დროს, კრიშტიანო რონალდომ პრემიერ ლიგაში მე-100 გოლი გაიტანა, ეს გოლი კი მან გარდაცვლილ ვაჟს მიუძღვნა და გულშემატკივარს ხელით ცისკენ მიანიშნა. მან იგივე გააკეთა ხუთშაბათს ღამით ჩელსის წინააღმდეგ გატანილი გოლის შემდეგაც.