"ტვ პირველი" ნეკა დოროყაშვილთან ჩაწერილი ინტერვიუს ნაწყვეტს ასაჯაროებს, სადაც ის ნიკოლოზ ბასილაშვილთან ურთიერთობის დეტალებზე საუბრობს:
"ძალადობა ძალიან მალე დაიწყო. ქორწილის დღეს, ჯვრისწერის შემდეგ შემეხო პირველად ხელით. ხდება ასეც, შეიძლება ქორწილის დღეს აღმოაჩინო, რომ სულ სხვა ადამიანს გაჰყევი ცოლად. ძალადობის პირველი შემთხვევის დროს არ ფიქრობ ქალი იმაზე, რომ სახლში გაიქცე, მითუმეტეს იმ ასაკში, რომელშიც მე ვიყავი მაშინ. ძალიან რთული ეტაპია, რასაც გადის ძალადობის მსხვერპლი ქალი, სულ გგონია, რომ მას შეცვლი, აღარ იზამს იმავეს ბოდიშის შემდეგ, გაჯერებს, რომ ეს ასე აღარ იქნება, მაგრამ ეს მითია.
დედამთილის მეშინოდა, გიჟს მეძახდა. სანამ ბავშვს გავაჩენდი, მიყვებოდა ისტორიებს, რომ ქალის ფსიქიკა ლაბილურია და არსებობს რისკი, რომ ქალი მშობიარობის შემდეგ შეიძლება გაგიჟდეს" - ამბობს ნეკა დოროყაშვილი.