მსოფლიოს სპორტული მედია ბოლო დროს ხშირად წერს არგენტინელი ტელეწამყვანისა და მოდელის, ვანდა ნარას შესახებ, რომელიც ხშირად ეხვევა სკანდალებში. მისი სისიყვარულო სამკუთხედი და ხმაურიანი პირადი ცხოვრება მუდმივად განხილვის საგანია.
ვანდა ნარა 1986 წლის 10 დეკემბერს არგენტინაში დაიბადა. ის მოდელობასა და ტელეწამყვანობასთან ერთად, სპორტული აგენტის ფუნქციასაც ითავსებს. ის პსჟ-ის ფორვარდის, მაურო იკარდის მეუღლეა და ამჟამად სწორედ მისი აგენტის მოვალეობას ასრულებს.
ნარამ და იკარდიმ 2014 წელს იქორწინეს. იქამდე, 2008-13 წლებში, ვანდა კიდევ ერთი არგენტინელი ფეხბურთელის, მაქსი ლოპესის მეუღლე იყო.
ნარას 5 შვილი ჰყავს - 3 ვაჟი მაქსი ლოპესთან და 2 ქალიშვილი იკარდისთან. პირველი შვილი გასტონ ლოპეს ნარა 16 წლისაა, მეორე ვაჟი კონსტანტინო ლოპესი - 14 წლის, მესამე ბენედიქტი კი 13 წლისაა. გოგონები, ფრანჩესკა და იზაბელა კი, 10 და 8 წლის არიან.
ქორწინებებს მიღმა ვანდა ნარას ცხოვრებაში არაერთი რომანი ყოფილა, რომელთა შესახებაც საფეხბურთო სამყაროში ბევრს საუბრობენ. განსაკუთრებული ყურადღება დაიმსახურა ვანდა ნარას სამშობლოში, არგენტინაში დაბრუნებამ, რადგან რამდენიმე დღის წინ As-ის ჟურნალისტი დიეგო ესტევესი ირწმუნებოდა, რომ ვანდას რომანი ჰქონდა გაჩაღებული თავის პირად მცველ ავგუსტინ ლონგეირასთან. ნარას მეუღლემ, იკარდიმ კი მცველი სამსახურიდან გაათავისუფლა.
ამჯერად სასამართლო სხდომაზე ვანდა ნარას ბროზოვიჩთან ურთიერთობის შესახებ მოუწია საუბარი. 2019 წელს ჟურნალისტმა ფაბრიციო კორონამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვანდას იკარდისთან პარალელურად ჰქონდა ურთიერთობა მისსავე თანაგუნდელთან, მარსელო ბროზოვიჩთან.
ამის შემდეგ ნარამ ჟურნალისტს უჩივლა, სასამართლო სხდომაზე კი განაცხადა:
"არასდროს მქონია ურთიერთობა ბროზოვიჩთან და ეს სრული სიცრუეა. ჩვენ ტრადიციული ოჯახი გვაქვს და ამ ამბავმა ოჯახში და მის გარეთაც ბევრი პრობლემა შეგვიქმნა..."
წაიკითხეთ სრულად