1952 წლის ბოლოს, 18 წლის ბრიჯიტ ბარდომ ცოლობაზე თანხმობა განუცხადა რეჟისორ როჯერ ვადიმს, რომელმაც ბარდო 1956 წელს გამოსული ფილმის „და ღმერთმა შექმნა ქალის“ ვარსკვლავად აქცია. სამწუხაროდ, მათი წყვილის ისტორია 1957 წელს განქორწინებით დასრულდა.
1965 წლის 16 ოქტომბერს ლონდონელმა ჯეინ ბირკინმა გაიცნო 30 წლის კომპოზიტორი, ჯონ ბარისი. ქორწილი ჩელსის რაიონში გაიმართა. წყვილს 1967 წელს ქალიშვილი, ქეითი შეეძინათ, თუმცა 1968 წელს დაშორდნენ. ამის შემდეგ ჯეინმა გაიცნო სერჟ გეინსბურგი, რომლის წყალობითაც იგი გახდა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქალი საფრანგეთში.
კეტრინ დენევს ერთი შვილი ჰყავს როჯერ ვადიმთან, თუმცა მსახიობი დაქორწინებული მხოლოდ ერთხელ იყო და ისიც ფოტოგრაფ დევიდ ბეილიზე. მათი ქორწილი ლონდონში 1965 წლის 18 ოქტომბერს შედგა. კეტრინი 22 წლის იყო, დევიდი კი 27-ის. წყვილი 1967 წელს დაიშალა, რადგან ბეილის 17 წლის პენელოპა ტრი შეუყვარდა.
ანა კარინა ორჯერ იყო დაქორწინებული მანამ, სანამ მსახიობ და რეჟისორ დანიელ დიუვალიზე დაინიშნებოდა. მსახიობი ამ დროს 38 წლის იყო. სამწუხაროდ, 1981 წელს ანა და დანიელი განქორწინდნენ, კარინა კი მსახიობ დენის ბერისს გაჰყვა ცოლად.
ქართველების მიერ გამოტირებული ფრანგი კინოვარსკვლავი "კანის" ფესტივალზეა - როგორ გრძნობს თავს ალენ დელონი
როგორ გამოიყურებიან ერთ დროს ყველაზე ლამაზი ფრანგი მსახიობები
„დედამიწის ყველაზე ლამაზი გოგონები" - როგორ შეიცვალნენ და რას აკეთებენ ბავშვები, რომლების სილამაზეზეც ერთ დროს ყველა საუბრობდა