ამ კვირას კორტნი კარდაშიანი ოფიციალურად დაქორწინდა ტრევის ბარკერზე პორტოფინოში, იტალიის ულამაზეს ქალაქში. ცერემონიაზე პატარძალს „დოლჩე & გაბანას“ თეთრი კაბა ეცვა, რომელიც 1960-იანი წლების იტალიური სტილით იყო შთაგონებული. კაბის ცალკეული დეტალები ღვთისმშობელ მარიამის ინსპირაცია გახლდათ.
ქორწილს კარდაშიანების ყველა წევრი დაესწრო. კრისი, კიმი, ქლოი, ქენდალი და კაილი არაჩვეულებრივად გამოიყურებოდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ინტერნეტსივრცეში დიდი გაკვირვება გამოიწვია ქლოის ქუსლიანმა ფეხსაცმელმა, რომელიც კარდაშიანმა იახტაზე მოირგო და სივრცისთვის სრულიად შეუსაბამო აღმოჩნდა.
დების გარდა, იტალიაში კიმის უფროსი შვილი ნორსი, კორტნის შვილები, მეისონი, პენელოპა, რეინი და კაილის უფროსი ქალიშვილი, სტორმიც ესწრებოდნენ. სტუმრებს შორის იყვნენ ასევე ტრევისის შვილები და ქენდალ ჯენერის მეგობარი ბიჭი, წარმატებული კალათბურთელი დევინ ბუკერი.