მომღერალს და ტელეწამყვანს, თათა გიორგობიანს, ხშირად უკავშირებენ ოლიმპიურ ჩემპიონ ლაშა ბექაურს.
ცოტა ხნის წინ თათა გავრცელებულ ჭორებს გიორგი გასვიანის გადაცემა „სიცრუის დეტექტორში“ გამოეხმაურა და განმარტა, რომ ბექაურთან მხოლოდ მეგობრული ურთიერთობა აკავშირებს.
„ჩვენი მეგობარია, საამაყო და საქართველოსთვის სასახელო ბიჭია ლაშა. ყველაფერი დაიწყო იქიდან, რომ მომიძღვნა ლექსი. როგორც ჩანს, მაყურებელს მოეწონა ჩვენი წყვილი და ამ ვიდეოს შემდეგ დაგვაწყვილეს. ხდება ხოლმე ასე, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამას ყოველთვის აქვს საფუძველი. ეს იყო ადამიანური პატივისცემა და მოძღვნა. დღესდღეობით ვმეგობრობთ და კარგი ურთიერთობა გვაქვს“ - თქვა თათამ.
„როდესაც ორი კარგად შესახედი გოგონა დგას სცენაზე, გვერდს ვერ აუვლი ერთმანეთთან შედარებებს“ - თათა გიორგობიანის გულახდილი პასუხი
“ცხოვრება უფრო და უფრო გვღლის თავისი მონოტონურობით, ერთსა და იმავე წრეზე გვატრიალებს… ყველაზე დიდი უნარი ესაა, იყო მუდმივად ცვალებადი” - თათა გიორგობიანი
ევროპის ჩემპიონის, ლაშა ბექაურის ცეკვა მომხიბვლელ გოგონებთან - ვიდეო სოციალურ ქსელებს იპყრობს