ირაკლი მაქაცარიასა და ლიზა ჩიჩუას წყვილს სოციალურ ქსელში ბევრი იცნობს. მათ უამრავი გულშემატკივარი ჰყავთ, რომლებიც საქებარ სიტყვებს წყვილის მიმართ არასდროს იშურებენ. ამჯერად ირაკლი მაქაცარიამ ლიზა ჩიჩუასთან ურთიერთობის შესახებ გადაცემის „სიკეთე მარტივია“ ეთერში ისაუბრა:
„მივხვდი, რომ სასურველია ნაკლები ისაუბრო, ნაკლებად გამოჩნდე. სწორი ფრაზაა, რომ ურთიერთობას და სიყვარულს სჭირდება მოფრთხილება, პირადი სივრცე. პირადი სივრცე იმიტომაა პირადი, რომ ასე უნდა რჩებოდეს.
იმდენად სუფთა და წმინდაა ეს ურთიერთობა, იმდენად განსაკუთრებული ადამიანია ჩემთვის ლიზა, რომ მე რაც შემიძლია, ყოველთვის ვეცდები, რომ დავიცვა პირადი სივრცე”, – აღნიშნა ირაკლიმ.
ირაკლი მაქაცარიამ გადაცემაში ისაუბრა იმასთან დაკავშირებითაც, თუ სად გაიცნო ლიზა ჩიჩუა:
„ყოველთვის ვფიქრობდი, ლიზასაც ვეუბნები ხოლმე, რომ მანამ, სანამ ჩვენ ურთიერთობას დავიწყებდით, აი, სულ ვფიქრობდი ხოლმე, ვინ უნდა გამოჩნდეს, რა უნდა შეიცვალოს ჩემში-მეთქი.
სანამ შენ რეალურად არ აღიქვამ და ვერ გრძნობ იმ ემოციას, სურვილს, რომ ყურადღებიანი იყო, მაქსიმალურად ყველაფერი გააკეთო იმ ადამიანისთვის და შეუძლებელიც გინდა, რომ გააკეთო, სანამ ამ გრძნობას ვერ აღიქვამ, წინასწარ ვერაფერს იტყვი…
სულ ასე ვიყავი, უიმედოდაც ვიყავი… ცოტა პესიმისტური ნათქვამია, მაგრამ როცა ამ ყველაფერზე ვფიქრობდი, კითხვის ნიშანი მქონდა, ვფიქრობდი, შემიძლია რომ შევიყვარო?
მე შორიდან ვიცოდი ლიზას შესახებ. მერე დავინახე, ბათუმში მოხდა ეს ამბავი…
შორიდან დავინახე და მივხვდი, რომ ის იყო… რომ გაიღიმა, ცა განათდა.
მართლა განსაკუთრებული შეგრძნებაა და ძალიან მიხარია, რომ ასეთი ადამიანი მყავს გვერდით”, – აღნიშნა ირაკლი მაქაცარიამ.