მოსამართლემ ჯონი დეპისა და ემბერ ჰერდის უკანასკნელ სასამართლო პროცესზე ვერდიქტი გამოაცხადა და ემბერი დამნაშავედ ცნო. მსახიობს დეპზე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის გამო დაახლოებით 15 მილიონ დოლარამდე კომპენსაცია დაეკისრა. თავად ჯონი პროცესს არ ესწრებოდა, რადგან ის რამდენიმე დღეა ბრიტანეთში ტურზე იმყოფება, თუმცა მასთან დაახლოებული წყაროები ადასტურებენ, რომ დეპი ვერდიქტს გაერთიანებული სამეფოდან უსმენდა.
58 წლის დეპმა ყოფილი ცოლის წინააღმდეგ 50 მილიონი დოლარის ღირებულების სარჩელი შეიტანა, რასაც ემბერის მხრიდან სარჩელის თანხის 100 მილიონ დოლარამდე გაზრდა მოჰყვა.
2018 წელს ემბერმა ინტერვიუ ადგილობრივ გაზეთს მისცა. მასალაში პირდაპირ არ იყო ნახსენები დეპის სახელი, მაგრამ მისმა ადვოკატებმა განაცხადეს, რომ ჰერდს სწორედ ის ჰყავდა მხედველობაში. "სტატიის გავრცელებამ შელახა ხელოვანის კინოკარიერა და რეპუტაცია", - აცხადებდნენ ადვოკატები. შეგახსენებთ, რომ ემბერის ინტერვიუს ჯონი დეპის თითქმის ყველა როლიდან მოხსნა მოჰყვა.
