დედოფალი ელიზაბეტ მეორე სამეფო ტახტის დაკავებიდან 70 წლის იუბილეს აღნიშნავს. ცერემონია რამდენიმე კვირაა დაწყებულია და სხვადასხვა ღონისძიებას მოიცავს, თუმცა ამჯერად ტაბლოიდების ყურადღება მეგან მარკლისა და პრინც ჰარისკენ არის მიმართული. როგორც ცნობილია, დედოფალმა წყვილს პირადი ვერტმფრენი გაუგზავნა. მეგანი და ჰარი შვილებთან ერთად იუბილეზე დასწრებას აპირებენ.
სასექსის ყოფილი ჰერცოგინია და პრინცი ჰარი ბრიტანეთის აეროპორტში რამდენიმე საათის წინ გამოჩნდნენ. მათ თან ახლდათ არჩი და უმცროსი ქალიშვილი ლილიბეტი, რომელსაც სწორედ დედოფლის სახელი ჰქვია.
ელიზაბეტმა წყვილი არა მხოლოდ ვერტმფრენით, არამედ დაცვითაც უზრუნველყო, რადგან რამდენიმე თვის წინ ჰარი ამბობდა, რომ ბრიტანეთის ტერიტორიაზე ის და მისი ოჯახი თავს დაცულად არ გრძნობდნენ.
ლილიბეტი, რომელიც 4 ივნისს 1 წლის ხდება, ბებიას, დედოფალ ელიზაბეტს, იუბილეზე პირველად შეხვდება. შეგახსენებთ, რომ სულ რაღაც 1 თვის წინ ჰარიმ ბრიტანეთში ვიზიტი უარყო და თქვა, რომ მას სახლში დაბრუნება აღარ შეეძლო.
10 უცნობი ფოტო დედოფალ ელიზაბეტის ბავშვობიდან
ერთგული თანაშემწე თუ საიდუმლო საყვარელი - რატომ ვერ დაივიწყა ელიზაბეტ II-მ თავისი მრჩეველი
ამბავი ელისაბედ II-ის დედამთილის შესახებ, რომელიც ზიგმუნდ ფროიდის დამსახურებით, მთელი ცხოვრება გიჟად ითვლებოდა.