ცნობილ ჟურნალიტს, ირაკლი მაისურაძეს, ცოტა ხნის წინ ინსულტი ჰქონდა. ირაკლიმ ამ თემაზე ღიად მეუღლესთან, მაგდა წულაიასთან ერთად ისაუბრა:
“ერთმანეთის დაფასების პრობლემა არასდროს გვქონია, მაგრამ ახლა კიდევ უფრო მეტად ვისწავლეთ. მაგდა მშვიდი და გაწონასწორებული ადამიანია, არ ვარდება ისტერიკაში, როცა რაღაც ხდება. მდგომარეობიდან ძილით გამოდის. როცა კლინიკაში შემიყვანეს, პალატისკენ რომ გავყავდი, მაშინ რომ დავინახე მაგდა, მივხვდი, რომ შეშინებული იყო. მანამდე მობილიზებული იყო. ვიცი, რომ მაგდას ეშინია და არ აჩენს, დასანახად რომ გამოაქვს, იშვიათი შემთხვევაა. უფრო მეტად ვისწავლე იმის დაფასება, რაც მაქვს. ძალიან გამიჭირდა, მაგრამ ვისწავლე ის, რაც აქამდე არ შემეძლო – პრობლემის ფეხებზე დაკიდება. ექიმმა მითხრა, რომ არაფერზე ვინერვიულო. ძალიან ძნელი აღმოჩნდა ამის გაკეთება, მაგრამ მკურნალობის კურსივით მივყვები. ყველას ვურჩევ, რომ ინერვიულონ მხოლოდ იმაზე, რაც ამად ნამდვილად ღირს, ისიც ცოტა ხანს – წაინერვიულეთ ფარმაზონობისთვის, გულგრილი რომ არ გამოჩნდეთ და მერე დაიწყეთ ამ პრობლემის გადაჭრა.
რაღაცას როცა ერთად აკეთებთ, საინტერესოა. მარტო შეიძლება დაიღალო, მოგწყინდეს… გამიმართლა იმაში, რომ მაგდა შემხვდა – მიზანმიმართულია, ჯიუტია და გამოწვევას ბოლომდე იღებს. ზოგჯერ ამბობს, უკან უნდა დავიხიო, ეს არ გამომდისო. ორი-სამი დღე გავა და აუცილებლად მიუტრიალდება იმას, რისი გაკეთებაც უნდოდა, სულ სხვა კუთხიდან მოუვლის და მაინც გააკეთებს, მარტივად გადაჭრის ხოლმე.“ - ამბობს ირაკლი.
მეუღლის გადატვირთული გრაფიკის შესახებ თავად მაგდამაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ირაკლის შვებულება თითქმის არასდროს აქვს და მუშაობას დიდ დროს უთმობს. სწორედ ეს გახდა მისი ინსულტის მიზეზიც:
„ოცი წელია, ერთად ვართ და სულ სამჯერ ჰქონდა შვებულება. ალბათ, ნათელია ყველაფერი. მისთვის ძალიან ბევრჯერ მაქვს ეს ნათქვამი. მისი მეორე ცოლი მე ვარ, პირველი – სამსახური იყო. როცა იყო პროდიუსერი, დილის ან ღამის ეთერის, გადაბმულად უწევდა მუშაობა, 48 საათიც კი გადაუბია. ბევრჯერ არ გამოუცვლია პერანგი და არ დაწოლილა, რადგან მერე ვეღარ გაიღვიძებდა.
ირაკლის რომ ინსულტი დაემართა, ვიფიქრე, რომ ვქვრივდებოდი. ვერაფრით წარმოვიდგინე, რომ ასეთ ენერგიულ ადამიანს ასეთი რამ დაემართებოდა. მას შეეძლო ღამე გაეთენებინა, მერე წასულიყო და სრულიად უხარვეზოდ ემუშავა. სახლში ვიყავით, დიღომში, სადაც რემონტი გვქონდა. გვინდოდა, გამათბობელი საშუალებები ჩაგვერთო, რომ კედლები გამოგვეშრო. მანამდე მითხრა, რომ თავი სტკიოდა. ვიფიქრე, რომ 24-საათიანი დატვირთვის გამო დაღლილი იყო. გაგვიმართლა, რომ იქ არ დავრჩით. ტაქსით რომ წამოვედით, მითხრა, სასწრაფოში დავრეკოთო, რაც ცხოვრებაში არ უთქვამს და მაშინ მივხვდი, რომ ცუდად ვიყავი. როცა სასწრაფო მოვიდა, ძალიან ნელა საუბრობდა. როცა თქვეს, საავადმყოფოში უნდა გადავიყვანოთო, მივხვდი, რომ საქმე სერიოზულად იყო. რომ გავდიოდით, ხელსა და ფეხს ვერ ამოძრავებდა, მეტყველებაც არეული ჰქონდა.“ - ამბობს მაგდა.
საბედნიეროდ, ახლა ირაკლის მდგომარეობა გაუმჯობესდა და ტელეწამყვანი თავს კარგად გრძნობს.
მეგობრობით დაწყებული სიყვარულის ისტორია - ოთარ ჯორჯიკიასა და მარიამ ნაჭყებიას ოჯახური იდილია
ვინ არის ბათუმში დაკავებული თურქი ბიზნესმენი, რომელსაც 22 შვილი ჰყავს
გია ვოლსკის საზოგადოებისთვის უცნობი შვილები და მეუღლე - როგორ ცხოვრობს ცნობილი პოლიტიკოსი