ჰოლივუდის მსახიობი და კინომოყვარულებისთვის გამორჩეულად საყვარელი ჯონი დეპი აცხადებს, რომ ემბერ ჰარდს კომპენსაციის სახით 15 მილიონ დოლარს, სავარაუდოდ, არ გამოართმევს.
ჯონის ადვოკატმა კამილა ვასკესმა აღნიშნა, რომ დეპისთვის მთავარი რეპუტაციის აღდგენა იყო და ფულზე საერთოდ არ ფიქრობს.
შეგახსენებთ, რომ სასამართლომ ემბერს ჯონიზე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობისა და მისი რეპუტაციის შელახვის გამო ფულადი ჯარიმა დააკისრა. პროცესების დასრულებისთანავე ჰარდის ადვოკატები აცხადებდნენ, რომ ემბერს ამდენი ფული არ აქვს და ჯონისთვის თანხის გადახდას ვერ მოახერხებს.
