დღეს დილით კორტნი კარდაშიანმა გამომწერებს „ინსტაგრამზე“ უცნაური ფოტო დაახვედრა. კარდაშიანების ოჯახის ყველაზე უფროსმა წევრმა თავისი ქმრის, ტრევის ბარკერის სისხლი „სთორიში“ განათავსა.
პატარა ბოთლში ჩასხმული სისხლი შესაძლოა სამედიცინო დანიშნულების ყოფილიყო, მაგრამ კორტნის გულშემატკივრები ამბობენ, რომ ის ქმრის სისხლით ყელსაბამის გაკეთებას აპირებს, რომელსაც სულ თან ატარებს.
ტრევისი და კორტნი ერთადერთი წყვილი არ არიან, რომლებმაც მსგავსი რამ გააკეთეს, რადგან გასულ თვეში მეგან ფოქსმა აღიარა, რომ ის და მისი საქმრო რიტუალური დანიშნულებით ერთმანეთის სისხლს ხშირად სვამენ ხოლმე.