კრისტი ყიფშიძეს საქართველოში ბევრი იცნობს. ის წარმატებული სამოდელო კარიერისა და ცნობილი ოჯახის გამო დღემდე ხშირად ექცევა ყურადღების ცენტრში. კრისტი ყველასთვის საყვარელი მსახიობის, ზურა ყიფშიძის რძალი იყო და, როგორც თავად არაერთ ინტერვიუში ამბობს, ყოფილი მეუღლის ოჯახთან კარგ ურთიერთობას დღემდე ინარჩუნებს.
კრისტის კარგი ურთიერთობა აქვს თავის ყოფილ ქმართან, გიორგი ყიფშიძესთანაც და გიორგის ცოლთან ერთად გადაღებული ფოტოც არაერთხელ გამოუქვეყნებია.
ამჯერად კრისტის და გიორგის საარქივო ფოტო „ინსტაგრამზე“ წყვილის საერთო შვილმა ნატალია ყიფშიძემ გამოაქვეყნა.