მსახიობი სალომე შარვაძე ამბობს, რომ მის ცხოვრებაში ძალიან აქტიური პერიოდია. მიიღო გამოწვევა და "სამზარეულოს ომებში" ჩაერთო, თამაშობს სერიალში "ჩემი ცოლის დაქალები", არის "ქალების" თანაწამყვანი და როგორც ამბობს, ათას საქმეს აკეთებს. ამჯერად გაგაცნობთ, როგორი კულინარია, რაში ეხმარება გურმანობა, როგორი კონკურენციაა სამზარეულოში, სადაც ვარსკვლავები ტრიალებენ და რას ფიქრობს ქალებზე ძალადობის თემაზე, რომელიც ჩვენდა სამწუხაროდ, მწვავე და აქტუალური არა მხოლოდ სერიალშია.
- "სამზარეულოს ომების" პროდიუსერისგან მივიღე შემოთავაზება, ჩავრთულიყავი ამ კონკურსში. ეს იყო ძალიან მოულოდნელი, მაგრამ საინტერესო წინადადება, ამიტომ სიამოვნებით დავთანხმდი.
- აქამდე რომელიმე კონკურსში თუ მიგიღია მონაწილეობა?
- არა. ასეთ მასშტაბურ პროექტში პირველად ვარ. საინტერესო გამოწვევაა, გამოწვევები კი მართლა ძალიან მიყვარს.
- როგორ ფიქრობ, კულინარია შენი ძლიერი მხარეა?
- არის, მით უმეტეს მაშინ, როცა საქმეს სჭირდება. სამზარეულო ჩემთვის უცხო ადგილი ნამდვილად არ არის.
- გამორჩეულად კარგად რომელი კერძის მომზადება გამოგდის?
- ხორცეული, სალათი, დესერტი... ყველაფერი გემრიელი გამომდის. შეიძლება ხშირად ვერ ვაკეთებ, მაგრამ როცა ვამზადებ, ყველა კმაყოფილი რჩება. გამორჩეულად კარგად ალბათ ლობიოს და ჩაქაფულს ვამზადებ.
- შენებური რეცეპტი გაქვს?
- ჩემი დოზები მაქვს, პატარ-პატარა საიდუმლოებები, რაც გამორჩეულ გემოებს მატებს. დღესასწაულები მიყვარს. ყოველდღიურ ცხოვრებაში იმდენად დაკავებული ვარ, არ მაქვს დრო, ყოველდღე რაიმე კერძი მოვამზადო, მაგრამ აღდგომას, შობას, ახალ წელს სულ ვცდილობ, ვახშმის მთავარი კერძები ჩემი მომზადებული იყოს.
- მეუღლეს გამორჩეულად რომელი კერძი მოსწონს?
- რაც უნდა მოვამზადო, მას ჩემი გაკეთებული ყველაფერი მოსწონს. მეუბნება, კიტრისა და პომიდვრის სალათსაც კი განსხვავებულად გემრიელად ამზადებო. სანამ ოჯახს შევქმნიდი, მანამდე კერძებს დიდად არ ვამზადებდი, სამზარეულო მერე თანდათან ავითვისე. მეუღლის გამო ვისწავლე სოკოს სხვადასხვა მეთოდით მომზადება - ტაფაზე ჩახრაკული, სუნელებით, საკმაზით, ესეც ძალიან გემრიელი გამომდის.
- დედის, ბებიის მიერ ნაცადი რეცეპტებით თუ სარგებლობ?
- რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს ბებიის მიერ ჩაწერილი რეცეპტების დღიური, სადაც ყველაფერი წერია, აჯიკიდან დაწყებული, ტორტით დამთავრებული. იქ ამოიკითხავ: "დოდოს ტორტი", "დარეჯანის ტორტი"... მეგობრებთან რომ მიდიოდა და მათ ნამზადს აგემოვნებდა, შემდეგ რეცეპტსაც იწერდა, ტორტებს სახელებიც ასე დაარქვა. ბებო პროვიზორი იყო, როგორც მალამოების რეცეპტები ჰქონდა, ასევე ჰქონდა ჩანაწერები სამზარეულოსთვის. იქ უწერია, როგორ უნდა მოვამზადოთ მურაბები და რაც ძალიან მიყვარს, ამ ჩანაწერების რვეულს ვანილის პუდრის საოცარი სურნელი აქვს. როგორც ჩანს, მზადების დროს რომ ხელმძღვანელობდა, სუნები "აიღო" და დღემდე მოჰყვება. ეს ჩანაწერი პირველად მაშინ გამოვიყენე, როცა კექსის მომზადებას "შევეჭიდე"...გაგრძელება