"მან ის გააკეთა, რაც თავის გადასარჩენად უნდა გაეკეთებინა და ამან დედა გააძლიერა, მაგრამ ჩვენთვის მკაცრი გახადა, ცემით სულს გვხდიდა",- ჯენიფერ ლოპესი დედამისთან ურთიერთობაზე ალაპარაკდა.
"ნეტფლიქსის" ახალ დოკუმენტურ ფილმში Halftime, რომელიც ჯენიფერ ლოპესის ცხოვრებას ასახავს, მომღერალი და მსახიობი პირად ცხოვრებაზე საუბრობს. ჯეილო ფილმში დედასთან ურთიერთობას და მასთან უთანხმოებებსაც განიხილავს, რომლებმაც, საბოლოოდ, 18 წლის ასაკში ჯენიფერი აიძულა, სახლიდან წასულიყო.
დოკუმენტურ ფილმში ლოპესმა თქვა, რომ დედა საკმაოდ რთული ადამიანი იყო, მაგრამ მას სურდა ჯეილო და მისი ორი და ისე აღეზარდა, რომ კაცებზე დამოკიდებულები არ ყოფილიყვნენ.
"ყოველთვის საუკეთესოს ველოდი მათგან. იმიტომ არა, რომ კრიტიკული ვიყავი, უბრალოდ მინდოდა მეჩვენებინა, რომ უკეთესის გაკეთება შეეძლოთ. ჯენიფერი, სიმართლე რომ გითხრათ, ყველაზე მეტს მაწვალებდა. ხშირად ვჩხუბობდით", - ამბობს მომღერლის დედა, გვადალუპე...გაგრძელება