ვანდა ნარა 1986 წლის 10 დეკემბერს არგენტინაში დაიბადა. ის მოდელობასა და ტელეწამყვანობასთან ერთად, სპორტული აგენტის ფუნქციასაც ითავსებს. ის პსჟ-ის ფორვარდის, მაურო იკარდის მეუღლეა და ამჟამად სწორედ მისი აგენტის მოვალეობას ასრულებს.
ნარამ და იკარდიმ 2014 წელს იქორწინეს. იქამდე, 2008-13 წლებში, ვანდა კიდევ ერთი არგენტინელი ფეხბურთელის, მაქსი ლოპესის მეუღლე იყო.
ქორწინებებს მიღმა ვანდა ნარას ცხოვრებაში არაერთი რომანი ყოფილა, რომელთა შესახებაც საფეხბურთო სამყაროში ბევრს საუბრობენ, თუმცა წყვილი ამ დროისთვის კვლავ ერთადაა. ვანდა კი სოციალურ ქსელში აქტიურობას განაგრძობს. ამჯერად მან გამომწერების გაოცება მალდივებზე გადაღებული ვიდეოთი მოახერხა...გაგრძელება