სკანდალური დაშორების შემდეგ ჟერარდ პიკე ახალ შეყვარებულთან ერთად სტოკჰოლმში გამოჩნდა (ფოტო) - Marao

სკანდალური დაშორების შემდეგ ჟერარდ პიკე ახალ შეყვარებულთან ერთად სტოკჰოლმში გამოჩნდა (ფოტო)

2022-06-22 14:44:59+04:00


მომღერალ შაკირასთან სკანდალური დაშორების შემდეგ ჟერარდ პიკე სტოკჰოლმში, ახალ შეყვარებულთან ერთად შენიშნეს. წყვილი სტოკჰოლმის ერთ-ერთ რესტორანში ვახშამზე იმყოფებოდა.

პიკე შვედეთის დედაქალაქში გასულ კვირას, სპორტულ ღონისძიებაზე დასასწრებად ჩავიდა. ფეხბურთელის და „იდუმალი გოგონას“ ფოტო რესტორნის მფლობელმა კეტრინ ჟიტომირსკამ გამოაქვეყნა.

პიკემ და შაკირამ დაშორების შესახებ თვის დასაწყისში განაცხადეს. მიზეზი ღალატი გახდა. ისინი 2011 წლიდან ერთად იყვნენ და 2 შვილი ჰყავთ.

„ქმრის ღალატში გამოჭერის შემდეგ შაკირას ძლიერი პანიკური შეტევა დაემართა, მას საავადმყოფოში გადაყვანა დასჭირდა“ - რას წერს ესპანური მედია პიკესა და შაკირას სკანდალური განქორწინების შესახებ

შაკირამ პიკე ღალატში გამოიჭირა - აპირებს თუ არა ვარსკვლავური წყვილი დაშორებას