მერილ სტრიპს "ოსკარის" 21 ნომინაცია, 3 "ოსკარი" და შესანიშნავი რეპუტაცია აქვს. ის უკვე წლებია ქალთა უფლებებისთვის იბრძვის და მისი პირადი ცხოვრებაც მრავალფეროვნებითაა სავსე. მერილის სამსახიობო ნიჭი მსოფლიო მასშტაბით არის აღიარებული, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მისი საკულტო პერსონაჟი მირანდა პრისლი გამოჩნდა ფილმში „ეშმაკს აცვია პრადა“. მერილს 4 შვილი და ქმარი, დონ გამერი ჰყავს, რომელთანაც თითქმის 44 წელი გაატარა.
გთავაზობთ წყვილის რამდენიმე საჯარო გამოჩენას, რომლებმაც ყველაზე დიდი ყურადღება მიიქცია.
1980 წელს მერილი და მისი ქმარი „ბაფთას“ დაჯილდოების ცერემონიაზე გამოჩნდნენ. ამ დროს მათი ურთიერთობა მხოლოდ 6 თვეს ითვლიდა.
1981 წელს წყვილი კიდევ ერთხელ, ამჯერად ბეთ ჰენლის შოუს გახსნაზე გამოჩნდა.
1984 წელს სტრიპმა პირველად ისაუბრა თავის ფარულ ქორწინებაზე.
1983 წელს წყვილი "ოსკარის" დაჯილდოების ცერემონიაზე გამოჩნდა, სადაც მერილმა პირველი "ოსკარი" მიიღო.
1990 წელს ისინი კალიფორნიაში, Warner Bros-ის დაჯილდოების ცერემონიას დაესწრნენ.
2014 წელს დონი და მერილი „ლეიკერსის“ თამაშს დაესწრნენ.
2017 წელს მერილი ქმართან ერთად აკადემიის 89-ე დაჯილდოების ცერემონიაზე გამოჩნდა.