38 წლის მსახიობსა და ტელეწამყვანს, ლელა მებურიშვილს, საზოგადოება კარგად იცნობს. ლელას სხვადასხვა დროს მონაწილეობა არაერთ ტელესერიალსა და სპექტაკლში აქვს მიღებული. მსახიობმა 2013 წელს ბაჩო საგანელიძეზე იქორწინა და მათ ორი შვილი, ლილიკო და ალექსანდრე ჰყავთ.
ლელა მებურიშვილი სოციალურ ქსელში განსაკუთრებით აქტიურია. მან დაქორწინების შემდეგ სტილი რადიკალურად შეიცვალა და განსხვავებული ვარცხნილობაც მოირგო. სილამაზისა და თავის მოვლის საკუთარი ხრიკების შესახებ ინფორმაციას კი მსახიობი გამომწერებს „ინსტაგრამის“ საშუალებით ყოველდღიურად უზიარებს.
ამას გარდა, რამდენიმე თვის წინ ლელამ ხალხს აცნობა, რომ ის და მისი მეუღლე, შვილებთან ერთად, ამერიკაში აპირებდნენ საცხოვრებლად გადასვლას. ამჟამად ლელა ოჯახთან ერთად ბრიტანეთში იმყოფება და მეუღლის დაბადების დღეს აღნიშნავს.
მსახიობის მეუღლემ, ბაჩო საგანელიძემ, იუბილე ოჯახურ გარემოში, შვილებთან და მეგობრებთან ერთად აღნიშნა.
ლელა მებურიშვილის ოჯახი ბრიტანეთში სამეფო დოღს დაესწრო - არისტოკრატული სამოსი და ძვირფასი აქსესუარები (ვიდეო)
"დახვეწილი, ბრწყინვალე..." - ლელა მებურიშვილი ანუკი არეშიძის კაბაში ბრწყინავს
„გვყავს ქათმები და გვინდა, სხვა ცხოველებიც გვყავდეს, მაგრამ მე ვერ შევძლებ მათ მოვლას..“ - როგორ ცხოვრობს ლელა მებურიშვილი ქალაქგარეთ ოჯახთან ერთად