"ახდენილი ზღაპარი" - ნახეთ, როგორ ცხოვრობს 5 უბრალო გოგონა, რომლებმაც მოახერხეს და მსოფლიოს ყველაზე გავლენიან მონარქებზე იქორწინეს - Marao

"ახდენილი ზღაპარი" - ნახეთ, როგორ ცხოვრობს 5 უბრალო გოგონა, რომლებმაც მოახერხეს და მსოფლიოს ყველაზე გავლენიან მონარქებზე იქორწინეს

2022-07-09 16:55:20+04:00

წლების წინ სოციალურ ქსელში აქტიურად ვრცელდებოდა ფოტოები, სადაც სასექსის ჰერცოგინია მეგან მარკლი სასახლის წინ ტურისტის როლში პოზირებდა, წლების შემდეგ კი ის პრინც ჰარიზე დაქორწინდა და სასახლეც მისი სახლი გახდა. ამ ფოტოების ფონზე გიყვებით მონარქებისა და მათი ცოლების ისტორიებს, რომლებიც დაბალი სოციალური ფენის წარმომადგენლები გახლდათ.

ნატალია ალიევა და დუბაის პრინცი საიდ ალ მაკტუმი

პრინცი საიდ ალ მაკტუმი დუბაის მმართველის ძმისშვილია, მილიარდერი, პოლიტიკოსი და სპორტსმენი. 2007 წელს ის მინსკში ტურნირზე ჩავიდა და შეხვდა თავის მეუღლე ნატალიას.

ნატალია ალიევა იყო აკადემიის ბელორუსიელი სტუდენტი, რომელიც თავისუფალ დროს მიმტანად მუშაობდა. მოგვიანებით მან მიიღო ისლამი და გახდა პრინცესა აიშა ალ მაქტუმი. ახლა ის ცხოვრობს დუბაიში, სამეფო სასახლეში და ჰყავს ქალიშვილი.

ლალა სალმა და მაროკოს მეფე მუჰამედ VI

მუჰამედ VI ბენ ალ ჰასანი მაროკოს მეფეა 1999 წლიდან. ერთ-ერთ კერძო წვეულებაზე მმართველმა გაიცნო უბრალო მასწავლებლის ქალიშვილი ლალა სალმა, რომელიც მოგვიანებით მისი პირველი ოფიციალური ცოლი გახდა.

ლალა სალმა სწავლობდა ინჟინრად და მუშაობდა მაროკოს უმსხვილეს კერძო საინვესტიციო კორპორაციაში, ჩრდილოეთ აფრიკაში.

პრინცესა ლალა სალმა ეწევა საქველმოქმედო საქმიანობას, ესწრება სოციალურ ღონისძიებებს და ზრდის ორ შვილს: ვაჟს - მულაი ჰასანს და ქალიშვილს - ლალუ ხადიჯეს.

რანია ფეისალ ალ-იასინი და იორდანიის მეფე აბდულა II

აბდულა II იბნ ალ-ჰუსეინ ალ-ჰაშიმი იორდანიის მეფეა 1999 წლიდან. აბდულა რანიას Citibank-ის ოფისში შეხვდა, სადაც მისი მომავალი მეუღლე მუშაობდა.

რანია ფეისალ ალ-იასინი დაიბადა ქუვეითში, პედიატრის ოჯახში, სწავლობდა კაიროს ამერიკულ უნივერსიტეტში. 1990-იანი წლების დასაწყისში ის მშობლებთან ერთად იორდანიაში გადავიდა საცხოვრებლად.

ახლა იორდანიის დედოფალი ქმართან ერთად სასახლეში ცხოვრობს. წყვილს ოთხი შვილი ჰყავს: ვაჟები - ჰუსეინი და ჰაშიმი და ქალიშვილები - იმანი და სალმა. რანია აქტიურად არის ჩართული საქველმოქმედო საქმიანობასა და პოლიტიკაში.

დედოფალი რანია იბრძვის ქალთა უფლებებისთვის ახლო აღმოსავლეთში. დედოფალი თავსაბურავს არასდროს ატარებს, რის გამოც იგი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ელეგანტურ ქალად ითვლება.

მოზა ბინტ ნასერ ალ მისნედი და შეიხი ჰამად ბინ ხალიფა ალ ტაანი

შეიხ ჰამად ბინ ხალიფა ალ ტაანი ყატარის ემირია 1995 წლიდან, რომელიც საკუთარ მოახლეზე დაქორწინდა.

მოზა ბინტ ნასერ ალ მისნედი ყატარში დაიბადა. იგი 18 წლამდე ცხოვრობდა ეგვიპტეში, რის შემდეგაც სამშობლოში დაბრუნდა და ყატარის მემკვიდრეზე დაქორწინდა. 37 წლის ქორწინების განმავლობაში მან შეიხს ხუთი ვაჟი და ორი ქალიშვილი გაუჩინა.

მოზამ მიიღო არაერთი სახელმწიფო და საერთაშორისო თანამდებობა, გახდა ყატარის განათლების ფონდის ხელმძღვანელი, განათლების უმაღლესი საბჭოს პრეზიდენტი და იუნესკოს სპეციალური წარმომადგენელი. Forbes-ის მიხედვით ის მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ქალად ითვლება.

ფატიმა კულთუმ ზოჰარ გოდაბარი და საუდის არაბეთის მეფე აბდულაზიზ II

აბდულა ბინ აბდულაზიზ ალ საუდი საუდის არაბეთის მეფე 1996 წელს გახდა. ის 30-ზე მეტჯერ იყო დაქორწინებული, თუმცა სასახლეში მხოლოდ 4 ცოლს აცხოვრებს, რომელთაგან ერთ-ერთი ფატიმა კულსუმ ზოჰარ გოდაბარია.

ფატიმა კულთუმ ზოჰარ გოდაბარი დაიბადა მუშათა კლასის ოჯახში და მოგვიანებით გახდა საუდის არაბეთის დედოფალი. თითქმის არაფერია ცნობილი მისი ძველი ცხოვრების შესახებ, გარდა რამდენიმე ფაქტისა. ფატიმა არ მონაწილეობს ქვეყნის სოციალურ-პოლიტიკურ ცხოვრებაში.

ეკატერინე მეორეს მრავალფეროვანი პირადი ცხოვრება და საყვარლები

 

ჩვენი დროის ყველაზე ცნობილი სამეფო ოჯახები, რომელთა შესახებ ნაკლებად გსმენიათ

 

„ნუთუ ცხოვრებაში ყველაზე დიდი შეცდომა დავუშვი?“ - როგორ დატოვა მეგან მარკლმა სასახლე