როგორც ჩანს, პრინცი ჰარის და მეგან მარკლის სასიყვარულო იდილიასაც აქვს პრობლემები, რომლებსაც ბრიტანეთის დატოვება და ამერიკაში ცხოვრება ვერ მოაგვარებს. სამეფო ოჯახის დამოკიდებულების შემდეგ, მეგანს და ჰარის ურთიერთობაში ნდობის პრობლემები გაუჩნდათ.
ცოტახნის წინ ტაბლოიდებმა დაიწყეს წერა იმის შესახებ, რომ სასექსის ყოფილმა ჰერცოგინიამ ქმრის ტელეფონში სასიყვარულო მიმოწერა იპოვა, რასაც ოჯახური შეკამათება მოჰყვა.
მეგანთან და ჰარისთან დაახლოებულმა პირმა განაცხადა, რომ მეგანს ეშინია იმის, თუ რამხელა აჟიოტაჟი მოჰყვება ჰარის მხრიდან ღალატს და არ დარდობს იმაზე, რომ შესაძლოა მოსიყვარულე მეუღლე დაკარგოს.
ბრიტანელების აზრით, მარკლი ქმარს უფლებას აძლევს რომ ჰყავდეს საყვარლები, თუმცა მისთვის აუცილებელია, რომ ეს ამბავი მედიაში არ გავრცელდეს და მსახიობი სკანდალის ეპიცენტრში არ მოექცეს.
ამასთან, რამდენიმე კვირის წინ, პრინცი ჰარი ერთ-ერთ ღონისძიებაზე სხვა ქალს საკმაოდ თბილად ჩაეხუტა, რაზეც მეგანი საკმაოდ გაბრაზდა და გარკვევით აღნიშნა, რომ არ სურს მსგავსი ინციდენტი ოდესმე განმეორდეს.
ჰარის გარშემო არსებული გოგონების გარდა, მეგანს ქეით მიდლტონზე ეჭვიანობასაც მიაწერენ და ამბობენ, რომ მეგანს არ მოსწონს როდესაც პრინცი ქეითთან თბილ ურთიერთობას იჭერს, რადგან კემბრიჯის ჰერცოგინიას სტატუსის და ტიტულების შურს.
ჰოლივუდი, წარუმატებელი ქორწინება და აქტიური სამსახიობო კარიერა - ნახეთ, როგორ ცხოვრობდა მეგან მარკლი პრინცზე დაქორწინებამდე
პრინცი ჩარლზის ემოციური შეხვედრა ლილიბეტთან - პრინცმა მეგანის და ჰარის ქალიშვილი პირველად დედოფლის იუბილეზე ნახა
ნახეთ, რა რაოდენობის თანხას გამოიმუშავებენ ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრები ყოველწლიურად