შაკირას დედამ, ნიდია რიპოლიმ, აღიარა, რომ ბედნიერი იქნება, თუ მისი შვილი და ხერარდ პიკე შერიგდებიან. დაშორების შემდეგ პოპულარული კოლუმბიელი მომღერლის მშობელი ცდილობს მედიასთან თავშეკავებული იყოს, რათა შვილის სენტიმენტალურ გადაწყვეტილებასთან დისტანცია დაიკავოს.
"რა თქმა უნდა, მინდა ერთად იყვნენ" - განუცხადა ნიდიამ Europa Press-ს.
გავრცელდა ხმები, თითქოსდა შაკირამ გადაწყვიტა, რომ შვილებთან ერთად მაიამიში იცხოვროს. ამ საკითხზე დედამ პასუხისგან თავი შეიკავა.
"წარმოდგენა არ მაქვს, ამ თემაზე არ მისაუბრია".

რიპოლიმ თავის მეუღლეზეც ისაუბრა და განმარტა, რომ საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ ის თავს კარგად გრძნობს:
"ის აქ არის. ღმერთის მადლით, დღითი დღე უმჯობესდება. ვიმედოვნებ, რომ კლინიკიდან თვის ბოლომდე გამოწერენ".
წაიკითხეთ სრულად