ირაკლი მაქაცარია და ლიზა ჩიჩუა დაქორწინდნენ. კადრები ჯვირსწერის ცერემონიიდან კი სოციალურ ქსელში მათმა მეგობრებმა გაავრცელეს.
"ცხოვრებაში ხშირად ვისმენთ და ვამბობთ თბილ და ლამაზ სიტყვებს, თუმცა მე პირადად იშვიათად მიგვრძვნია, როდესაც ადამიანი ასე იმსახურებს იყოს ბედნიერი და ასე შეეძლოს უყვარდეს. ვულოცავ ჩემს მეგობარს Irakli Makatsaria - ს და ჩვენს ულამაზეს ლიზა ჩიჩუას გაბედნიერებას. ნამდვილად საუკეთესო არჩევანია! იბედნიერეთ" - წერს ნოე სულაბერიძე საკუთარ გვერდზე.
როგორც ცნობილია, წყვილმა ჯვარი სამების საკათედრო ტაძარში დაიწერა. წყვილს 2-2 მეჯვარე ჰყავდა, საკურთხევლამდე კი ლიზა მამამ მიაცილა.
ქორწილს ლიზას და ირაკლის ოჯახი და მეგობრები ესწრებოდნენ. მათ შორის იყვნენ გიორგი გილიგაშვილი, ნოე სულაბერიძე და ჯანეტ ქერდიყოშვილიც, რომელიც ულამაზეს მწვანე კაბაში არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა.