მომღერალი ელენე ფოჩხუა ყოფილ მეუღლესა და მასთან დაშორებაზე საუბრობს:
„იმდენად მატკინა გული ადამიანმა, რომელიც ძალიან მიყვარდა, დღეს ის ჩემთვის არაფერს წარმოადგენს, მხოლოდ ჩემი შვილების მამაა.
ძალიან მიყვარდა, თუმცა დღეს სხვა განცდა მაქვს მის მიმართ: არც ვბრაზობ, არც მწყინს, მისგან კარგი არაფერი მახსენდება.
იმდენად გაქრა გრძნობა, თავად მიკვირს, ასე მოკლე პერიოდში როგორ შევძელი ეს. მეგონა, ვერასდროს გადავლახავდი ამ პერიოდს, მაგრამ ახლა საკუთარ თავზე მეცინება – წინ რომ დამიდგეს, გულიც არ ამიტოკდება. თუ საერთოდ მიყვარდა, ისიც კი არ მახსოვს. ამდენი გულისტკენით გრძნობა ქვავდება და ქრება“ - აღნიშნა მან ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრისას.
„მოვდიოდი და მეგონა, ცოცხალი დამხვდებოდი, მაგრამ როცა პასუხი აღარ გამეცი, მივხვდი, რომ ყველაფერი დაცარიელდა, განაცრისფრდა და გასაცოდავდა…" - ელენე ფოჩხუა გარდაცვლილ ძმაზე
„იყო იმ ქალის მუქარები, გვწერდა, რომ თბილისის ზღვაზე იყო თავის დასახრჩობად ასული...“ - ელენე ფოჩხუა
„იმ გოგოსთვის, როგორც მიწოდა, ვარ ბებერი დედაკაცი“ - ელენე ფოჩხუა ყოფილი მეუღლის ცოლზე საუბრობს