ამ დროისთვის ლოს-ანჯელესის სასამართლოებში რამდენიმე სარჩელი განიხილება ერთ დროს ყველაზე სენსაციურ და ლამაზ ჰოლივუდურ წყვილს - ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტს შორის. ერთ-ერთი საქმე ეხება ღვინის ქარხანას, Chateau Miraval-ს საფრანგეთში. ცნობილი ოჯახისთვის ეს ადგილი ისტორიული და სიმბოლურია - სწორედ აქ დაქორწინდნენ ბრედი და ანჯელინა 2014 წელს.
გავრცელებული ინფორმაციით, ბრედ პიტი დაუღალავად მუშაობდა შენობების განახლებისა და ცნობილი "როზეს" კომპანიის ტერიტორიის აღდგენისთვის მას შემდეგ, რაც წყვილი 2008 წელს პროვანსულ ვენახებს შორის განლაგებულ შატოში გადავიდა საცხოვრებლად. თუმცა, განქორწინების პროცესების დაწყებისთანავე, ჯოლიმ გაყიდა თავისი აქციები ალკოჰოლური სასმელების მსხვილ კომპანიაში, რამაც გამოიწვია იურიდიული დავების რთული ქსელი, რომელშიც მონაწილეობდნენ ყოფილი ცოლ-ქმარი და მათი ბიზნესპარტნიორები აშშ-ში, საფრანგეთსა და ლუქსემბურგში.
პიტი ჯოლის ედავებოდა იმას, რომ ანჯელინამ კომპანიის გაყიდვით საფრთხე შეუქმნა მას, ხოლო ჯოლი ამტკიცებდა, რომ მან თავისი კუთვნილი წილი ლეგალურად მიჰყიდა მსხვილ კომპანიას, რომელიც მათი ღვინის გაყიდვებზე დადებითად იმოქმედებდა.
ამასობაში, 22 ივლისს, ლოს-ანჯელესის სასამართლომ დაადგინა, რომ პიტმა წააგო საქმე და ჯოლის გარიგების კანონიერება იურიდიულად დაადასტურა. როგორც დასავლურ პრესაში ამბობენ, ამ შემთხვევაში ბრედის პოზიცია ბრაზით იყო გამოწვეული, რამაც ხელი შეუშალა მას სიტუაციის სწორად შეფასებაში.
ბრედ პიტის უჩვეულო სტილი წითელ ხალიჩაზე და 1999 წლის ფოტოსესია, სადაც მან საზაფხულო კაბების კოლექცია წარადგინა
„ბრედმა ანჯელინასთან რომანი მაშინ გააბა, როცა ჯენიფერ ენისტონზე იყო დაქორწინებული...“ - ჰოლივუდის ვარსკვლავები და მათი სასიყვარულო ისტორიები
კიდევ ერთი სკანდალი - ბრედ პიტი ანჯელინა ჯოლის სასამართლოში უჩივის - ნახეთ, რა გახდა დავის მიზეზი