გიორგი ვარდოსანიძე მამა გახდება - ნახეთ, ვინ არის მსახიობის რჩეული

გიორგი ვარდოსანიძე მამა გახდება - ნახეთ, ვინ არის მსახიობის რჩეული

გი­ორ­გი ვარ­დო­სა­ნი­ძე მამა გახ­დე­ბა. ამ სი­ახ­ლის შე­სა­ხებ მსა­ხი­ობ­მა თაყ­ვა­ნის­მცემ­ლებს სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის სა­შუ­ა­ლე­ბით გა­ა­გე­ბი­ნა. ვი­დე­ო­ში ჩანს გო­გო­ნა, რო­მე­ლიც ექოს­კო­პი­ის კა­ბი­ნეტ­შია, მო­ნი­ტორ­ზე კი - ნა­ყო­ფი და ბედ­ნი­ე­რი მშობ­ლე­ბის შე­ძა­ხი­ლე­ბი.

"თქვენ წი­ნა­შეა ჩემი შვი­ლი და მისი გმი­რი დედა... თუ მჯე­რო­დეს. ახ­ტა­აა, ახ­ტა­აა... #child #mybaby“ - წერს გი­ორ­გი. ამ ემო­ცი­უ­რი ვი­დე­ოს შემ­დეგ გა­დავ­წყვი­ტეთ, მსა­ხი­ო­ბის­თვის დაგ­ვე­რე­კა და უფრო მეტი გაგ­ვე­გო.

თუმ­ცა გი­ორ­გი, რო­გორც კო­მენ­ტარ­ში გვი­თხრა, ოთხი წე­ლია, რაც მე­დი­ას­თან სა­უბ­რის­გან თავს იკა­ვებს და ყვე­ლა სი­ახ­ლეს რო­გორც საქ­მი­ა­ნო­ბის, ისე პი­რა­დის შე­სა­ხებ სა­კუ­თა­რი სო­ცი­ა­ლუ­რი

ქსე­ლის სა­შუ­ა­ლე­ბით წერს, რად­გან მისი აზ­რით, ეს ნე­ბის­მი­ერ ინ­ფორ­მა­ცი­ას მეტ სან­დო­ო­ბას სძენს...

გი­ორ­გი:

- რაც ჩემს "სთო­რი­ში" იყო, ეგ არის ამ­ბა­ვი, მეტს არა­ფერს და­ვა­მა­ტებ. დრო მოვა და ყვე­ლა ყვე­ლა­ფერს გა­ი­გებს. ამ ეტაპ­ზე გა­დავ­წყ­ვი­ტე, რომ არა­ვის­თან ვი­თა­ნამ­შრომ­ლო, მხო­ლოდ ჩემი სო­ცი­ა­ლური ქსე­ლის სა­შუ­ა­ლე­ბით გავ­რცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია. რო­დე­საც გა­დავ­წყვეტ, მა­შინ გა­ი­გებთ ყვე­ლა­ფერს. ოთხი წე­ლია, რაც მე­დი­ას­თან აღარ ვთა­ნამშრომ­ლობ.

რაც შე­­ხე­ბა ვარ­დო­სა­ნი­ძის საყ­ვა­რელ ადა­მი­ანს, ის მა­რი­ამ უშ­ვე­რი­ძეა. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში უწე­რია, რომ ურ­თი­ერ­თო­ბა­შია გი­ორ­გი ვარ­დო­სა­ნი­ძეს­თან. წყვილს რამ­დე­ნი­მე სა­ერ­თო ფო­ტოც აქვს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი, სა­დაც ერ­თმა­ნეთს სიყ­ვა­რულს უხ­სნი­ან.

შე­გახ­სენე­ბთ, რომ გი­ორ­გი ვარ­დო­სა­ნი­ძემ 2014 წელს ცნო­ბილ მო­ცეკ­ვა­ვე სა­ლო­მე ჭა­ჭუ­ა­ზე იქორ­წი­ნა. წყვილ­მა გრან­დი­ო­ზუ­ლი ქორ­წი­ლი გა­და­ი­ხა­და, თუმ­ცა რამ­დე­ნი­მე თვე­ში ერ­თმა­ნეთს და­შორ­დნენ. მა­შინ მე­დია წერ­და, რომ ოჯა­ხის დან­გრე­ვის მი­ზე­ზი მა­მა­კა­ცის ღა­ლა­ტი გახ­და, თუმ­ცა ამ თე­მა­ზე ღიად სა­უ­ბარს წყვი­ლი ყო­ველ­თვის თავს არი­დებ­და.

2018 წელს გი­ორ­გიმ კი­დევ ერთხელ იქორ­წი­ნა, ამ­ჯე­რად 10 წლით უფ­როს ქალ­ზე. "ერთი წე­ლია, რაც და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი ვარ", - ამ­ბობ­და მა­შინ ჟურ­ნალ "თბი­ლი­სე­ლებ­თან" სა­უბ­რი­სას.

"ოფი­ცი­ა­ლუ­რად ჯერ არ დავ­ქორ­წი­ნე­ბულ­ვართ, მაგ­რამ ერთი წე­ლია, ერ­თად ვცხოვ­რობთ. ოფი­ცი­ა­ლუ­რო­ბა ყელ­შია ამო­სუ­ლი. ეგ უკვე გა­მო­ვი­ა­რე და მგო­ნია, რომ მთა­ვა­რი გან­წყო­ბაა. თავს ფან­ტას­ტი­კუ­რად ვგრძნობთ მეც და ისიც. მე­უბ­ნე­ბა, რომ რო­გორც ჩვენ ვგრძნობთ თავს სა­კუ­თარ ქა­ლაქ­ში, უკვე ერთი წე­ლია, ისიც ასეა. თა­ვი­დან ცოტა რთუ­ლი იყო, მარ­ტო ვერ ვუშ­ვებ­დი, იმი­ტომ, რომ გზე­ბი არ იცო­და, ნა­ვი­გა­ტო­რით და­დი­ო­და და სად­მე რომ წა­ვი­დო­და, გიჟს ვგავ­დი, ხომ არ და­ი­კარ­გა-მეთ­ქი. ძა­ლი­ან კო­მუ­ნი­კა­ბე­ლუ­რია და ად­ვი­ლად იმახ­სოვ­რებს ყვე­ლა­ფერს. 23 წელი სიდ­ნე­ი­ში ცხოვ­რობ­და, მა­ნამ­დე - მოს­კოვ­ში. ორ­მო­ცის გახ­დე­ბა ახლა, ჩემ­ზე ათი წლით უფ­რო­სია. ფან­ტას­ტი­კუ­რი შეგ­რძნე­ბაა, ორი დედა გყავს, გიფრ­თხილ­დე­ბი­ან და ძა­ლი­ან მა­გა­რია".

ამის შემ­დეგ გი­ორ­გი ვარ­დო­სა­ნი­ძე ქარ­თუ­ლი მე­დი­ი­დან გაქ­რა, სა­კუ­თა­რი ცხოვ­რე­ბი­სა და საქ­მი­ა­ნო­ბის შე­სა­ხებ კი ინ­ფორ­მა­ცი­ას მხო­ლოდ სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის სა­შუ­ა­ლე­ბით აქ­ვეყ­ნებ­და...

წყარო: ambebi.ge

 

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რას ელოდებით ახალი წლისგან?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
e87a93