"ქორწილის წინ ყველაფერი გამწვავდა..." - რა გახდა ვიქტორია ბექჰემსა და მის რძალს, ნიკოლა პელტცს შორის დაძაბულობის მიზეზი

"ქორწილის წინ ყველაფერი გამწვავდა..." - რა გახდა ვიქტორია ბექჰემსა და მის რძალს, ნიკოლა პელტცს შორის დაძაბულობის მიზეზი
როგორც ჩანს, ბრუკლინ ბექჰემისა და ნიკოლა პელტცის ოჯახში იდილია დიდი ხნით არ გაგრძელდა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ვიქტორია ბექჰემი შვილის არჩევანით უკმაყოფილოა.

დაძაბულობა ქორწილამდე დაიწყო. პელტცი ყველაფერს აკეთებდა, რათა დევიდის მეუღლე და Spice Girl-ის ყოფილი წევრი წვეულების დაგეგმვისგან მაქსიმალურად ჩამოეშორებინა, რაც, რა თქმა უნდა, ვიქტორიას არ მოეწონა.

"ერთმანეთს საერთოდ არ ესაუბრებოდნენ, ქორწილის წინ ყველაფერი გამწვავდა" - განაცხადა ოჯახთან დაახლოებულმა პირმა (Marca-მ პიროვნების ვინაობა არ გაასაჯაროვა).



ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ როგორ დასრულდა დაძაბულობა ვარსკვლავის ოჯახში, თუმცა, სავარაუდოდ, პელტცის
ბრალეულობა იკვეთება, რადგან არ სურდა ყურადღების ცენტრში ვიქტორია ყოფილიყო.

წყარო: sportall.ge
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რას ელოდებით ახალი წლისგან?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
e87a93