ამერიკული ჟურნალი The Sun იუწყება, რომ პიკემ შაკირას 23 წლის სტუდენტთან უღალატა, რომელიც მის ოფისში მუშაობს. გამოცემის ინფორმაციით, 35 წლის ჟერარი და 23 წლის კლარა ჩია მარტი უკვე რამდენიმე თვეა ერთმანეთს ხვდებიან.
„ისინი თავიანთ კავშირს რამდენიმე თვის განმავლობაში მალავდნენ. გოგონას სოციალური ქსელიდან გაქრობა მოუწია, რათა აგრესია თავიდან აერიდებინა“, – წერს გამოცემა.