"ბენიფერი" ჭორებს ეხმაურება - ბენ აფლეკი და ჯენიფერ ლოპესი შვილებთან ერთად გამოჩნდნენ - Marao

"ბენიფერი" ჭორებს ეხმაურება - ბენ აფლეკი და ჯენიფერ ლოპესი შვილებთან ერთად გამოჩნდნენ

2022-08-12 11:15:43+04:00

ჯენიფერ ლოპესმა და ბენ აფლეკმა ქორწინებიდან სამი კვირის შემდეგ გადაწყვიტეს, რომ ერთად ნაკლები დრო გაატარონ და ერთმანეთს დროებით დაშორდნენ. მათ სჯერათ, რომ ეს ნაბიჯი მათ ურთიერთობას გრძელვადიან პერსპექტივაში წაადგება. ამის შესახებ გამოცემა Hollywood Life წერს. მიზეზი, წყვილის აზრით, ერთმანეთისადმი კავშირის გაძლიერებაა.

ცოტახნის წინ ჯეი ლო და ბენი შვილებთან ერთად სანტა-მონიკაში, „დანქინ დონატსის“ კაფეს ესტუმრნენ. პაპარაცებმა ჯენიფერი და ბენი ქუჩაში, მხურვალე კოცნისა და ჩახუტების დროს გადაიღეს. სწორედ ასე პასუხობს ახლად დაქორწინებული წყვილი ბოლო დროინდელ ჭორებს.

ჯენიფერ ლოპესმა და ბენ აფლეკმა ქორწინებიდან სამი კვირის შემდეგ დროებით დაშორების გადაწყვეტილება მიიღეს

 

"სიყვარული ყოველთვის იმარჯვებს" - ბენ აფლეკის და ჯენიფერ ლოპესის 20-წლიანი სიყვარულის ისტორია

 

ჯენიფერ ლოპესის და ბენ აფლეკის რომანტიკული მომენტი გადასაღებ მოედანზე - წყვილი ლოს-ანჯელესში, ბენის ახალი ფილმის გადაღებებზე იმყოფება