მას შემდეგ რაც პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლმა ბრიტანეთი სკანდალური ინტერვიუს შემდეგ დატოვეს, წყვილი ამერიკაში ცხოვრობს და 2 შვილს, არჩისა და ლილიბეტს ზრდის.
სასექსის ყოფილ ჰერცოგინიას, მეგანს, ბრიტანეთში დაბრუნება არ სურს და აქტიურადაა დაკავებული მისი კარიერული საქმიანობით, გააფორმა კონტრაქტი „ნეთფლიქსთან“ რომელიც ჰარისა და მეგანის ცხოვრებაზე დოკუმენტურ სერიალს გადაიღებს და სოციალურ საკითხებში ჩართულობის გამო განსაკუთრებით ხშირად ხდება მედიის ყურადღების ცენტრში.
სექტემბერში ყოფილი სამეფო წყვილი ბრიტანეთში დაბრუნდება. ტაბლოიდები უკვე წერენ რომ სტუმრობის მიზანი ყურადღებაა, რომელიც მარკლს ახალი პროექტების დაწყებამდე სჭირდება, თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, ისინი მანჩესტერში გამართულ სამიტზე დასწრებას აპირებენ, რომელიც 5 სექტემბერს გაიმართება და ახალგაზრდა ლიდერების წახალისებას ისახავს მიზნად.
პრინც ჩარლზს პრინცესა დაიანას მკვლელობაში ადანაშაულებენ - ნახეთ, რას ამბობს ყოფილი პოლიციელი
კაბა, რომლის გამოც ქეით მიდლტონი და მეგან მარკლი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ - ნახეთ, როგორ გადაუხადა ქეითმა სამაგიერო სასექსის ყოფილ ჰერცოგინიას
კიდევ ერთი სკანდალი მეგან მარკლის გარშემო - ბრიტანული ტაბლოიდები ამტკიცებენ, რომ პრინცმა ჰარიმ ცოლს რამდენჯერმე უღალატა