უკვე რამდენიმე დღე გავიდა ბენ აფლეკისა და ჯენიფერ ლოპესის გრანდიოზული ქორწილის შემდეგ, თუმცა საზოგადოება მათ შესახებ საუბარს არ წყვეტს. ამჯერად მოდის სამყაროს ყურადღების ცენტრში ჯენიფერ ლოპესის 3 საქორწილო კაბაა, რომლებიც ვარსკვლავმა ცერემონიაზე მოირგო. მომღერალმა მნიშვნელოვანი დღისთვის სამოსის შეკერვა რალფ ლორენის მოდის სახლს ანდო.
როგორც უცხოური გამოცემები იუწყებიან, მთავარ კაბაზე, რომელიც ჯეილოს ემოსა, შემოქმედებითი ჯგუფი 700 საათის განმავლობაში მუშაობდა. კაბაზე არსებული სვაროვსკის თვლები სრულად ხელით იქნა დამაგრებული.