მიმდინარე კვირის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური შოუბიზნესის სიახლე ლეონარდო დიკაპრიოსა და კამილა მორონეს განშორების ამბავია. აღნიშნულ ინფორმაციას ჯაჭვური რეაქციები მოჰყვა ინტერნეტსივრცეში. ლეოზე ბევრს ხუმრობენ და ამბობენ, რომ ის 25 წელზე უფროს გოგონებს არ ხვდება.
მოსაზრებას ამყარებს ლეონარდოს ახალი შეყვარებულიც, მარია ბერეგოვა, რომელიც 22 წლის უკრაინელი ბლოგერია და ქმარს, არაბ ბიზნესმენს, სწორედ მსახიობის გამო დაშორდა.
გოგონა სპორტით აქტიურადაა დაკავებული. ის ბიზნესის ფაკულტეტზე სწავლობს. ინსაიდერების განცხადებით, ლეო და მარია იახტაზე ისვენებდნენ. სწორედ იქ დაიწყო მათი რომანი.