თბილისს ცნობილი თურქი მსახიობი ებრუ შაჰინი სტუმრობს. მას ქართველი მაყურებელი კარგად იცნობს სერიალიდან "თავქარიანი“ და საქართველოში ბევრი ფანი ჰყავს.
ებრუმ "ინსტაგრამზე“ თბილისში გადაღებული კადრები გამოაქვეყნა. როგორც ჩანს, ის საქართველოში მეუღლესთან, კალათბურთელ ჩედი ოსმანთან ერთად ჩამოვიდა.
საქმე ისაა, რომ ცოტახნის წინ ევრობასკეტი დაიწყო, რომელსაც ამჯერად საქართველო მასპინძლობს.
თურქეთისა და საქართველოს თამაშის წინ, მსახიობი მეუღლეს ამხნევებს, ფოტოები სოციალურ ქსელში ვრცელდება.