ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ მომღერალმა ნინი ქარსელაძემ ბიზნესმენ თაზო ჯახუტაშვილზე იქორწინა. წყვილი ურთიერთობას დიდი ხნის განმავლობაში მალავდა, თუმცა ახლა ერთად გადაღებულ ფოტოებსა და ვიდეოებს სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებენ.
ამჟამად ნინი მეუღლესთან ერთად საბერძნეთში იმყოფება. ის ჯერ მეგობრების ქორწილამდე გამართულ წვეულებას დაესწრო, სადაც სულ თეთრებში იყო შემოსილი, ახლახან კი გამოაქვეყნა ფოტოები ქორწილიდან, სადაც მან და მისმა მეუღლემ შავ სამოსს მიანიჭეს უპირატესობა.