ბრედლი კუპერი და ირინა შეიკი ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წყვილია. სტატიაში განვიხილავთ სუპერმოდელისა და მსახიობის გასაიდუმლოებულ რომანს, მათ პირველ პაემნებს და ა.შ.
2015 წლის იანვარი
კუპერთან შეხვედრამდე შეიკი 5 წლის განმავლობაში ფეხბურთის ვარსკვლავ კრიშტიანუ რონალდუს ხვდებოდა. სპორტსმენმა 2015 წელს ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა მათი დაშორების შესახებ: „ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს ნაბიჯი ორივე ჩვენგანისთვის საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება.“
2015 წლის მარტი
ბრედლი კუპერი და სუკი ოუტერჰაუსი ორწლიანი ურთიერთობის შემდეგ დაშორდნენ. მიზეზად დასახელდა ის ფაქტი, რომ ბრედლის ოჯახის შექმნა უნდოდა, ხოლო უოტერჰაუსი „მზად არ იყო ამისთვის“.
2015 წლის აპრილი
კუპერისა და შეიკის გაცნობის შესახებ ჭორები მას შემდეგ გაჩნდა, რაც ორივე მათგანი Finding Neverland-ზე ნახეს. თუმცა ისინი აცხადებდნენ, რომ მათი ურთიერთობა მხოლოდ მეგობრობით შემოიფარგლებოდა.
იმავე თვეში ისინი ნახეს Met Gala-ს შემდეგ გამართულ წვეულებაზე, ხოლო ერთი თვის შემდეგ წყვილი ხელჩაკიდებული დააფიქსირეს.
2015 წლის აგვისტო
წყვილი ამალფის სანაპიროზე დააფიქსირეს.
2015 წლის სექტემბერი
ირინა შეიკი დააფიქსირეს ნიუ-ჯერსის სანაპიროზე, კუპერთან და კუპერის დედასთან - გლორია გამპანოსთან ერთად. ამ დღეს მან პირველად გადაიღო გლორიასთან ფოტო, თუმცა გაურკვეველია, ეს მათი პირველი შეხვედრა იყო თუ არა.
2016 წლის მარტი
წყვილი პირველად გამოჩნდა ერთად წითელ ხალიჩაზე.
2016 წლის მაისი
წყვილი "მეთ გალაზე" ცალ-ცალკე მივიდა, თუმცა ისინი ერთად მაინც შენიშნეს.
2016 წლის ნოემბერი
ირინა შეიკი ფეხმძიმედაა, თუმცა ამ ამბავს საიდუმლოდ ინახავს. Victotria’s secret Fasion Show-ზე მოდელმა ისეთი სამოსი მოირგო, რომელიც მუცელს უფარავდა. შეიკის ძალისხმევის მიუხედავად, არავის ეპარებოდა ეჭვი, რომ ის ორსულად იყო.
2016 წლის დეკემბერი
კუპერისა და შეიკის ნიშნობის ჭორები გავრცელდა, როცა შეიკი ზურმუხტისფერი ბეჭდით დააფიქსირეს. თუმცა წყვილს ეს ამბავი არ დაუდასტურებია.
2017 წლის მარტი
კუპერსა და შეიკს პირველი შვილი შეეძინათ, სახელად ლეა დე სეინი.
2018 წლის მაისი
წყვილი გამოჩნდა Met Gala-ზე. რამდენიმე დღის შემდეგ წყვილი საჯაროდ ნიუ-იორკშიც გამოჩნდა.
2019 წლის თებერვალი
წყვილი წითელ ხალიჩაზე ცალ-ცალკე გამოჩნდა. მოგვიანებით წყვილი ერთად "ოსკარის" დაჯილდოებაზე გამოჩნდა, კუპერის დედის - გლორია კამპაბოს თანხლებით.
2019 წლის ივნისი
წყვილი ოფიციალურად დაშორდა 4-წლიანი ურთიერთობის შემდეგ. მიზეზად გადატვირთული გრაფიკი და განცალკევებული ცხოვრება დაასახელეს.
2020 წლის იანვარი
ირინა შეიკი ბრიტანულ Vogue-თან საუბრის დროს ამბობდა: „ჩვენ ძალიან გაგვიმართლა, რომ გამოვცადეთ ის, რაც გვქონდა ერთმანეთთან.“
გავრცელებული ინფორმაციით, წყვილმა ასევე მიაღწია შეთანხმებას მეურვეობის შესახებ. ისინი თავიანთ ქალიშვილს ერთად ზრდიან ნიუ-იორკში.
2021 წლის მარტი
შეიკი ერთ-ერთ ინტერვიუში ახსენებს, რომ კუპერი გასაოცარი მამაა და რომ მას არ სურს თავიანთ წარსულზე საჯაროდ საუბარი.
„ჩემი წარსული ურთიერთობა მე მეკუთვნის და ეს არის პირადი, - განუცხადა მან გამოცემას. - ეს მხოლოდ ჩემი ნაწილია, რომლის გაცემაც არ მინდა.“
წყვილი ასევე ატარებს დროს თავიანთ ქალიშვილ ლეასთან ერთად ნიუ-იორკში.
რამდენიმე კვირის შემდეგ შეიკი კუპერს ახლავს ნიუ-იორკში მისი ფილმის, „კოშმარების ხეივნის“ პრემიერაზე.
2022 წლის აგვისტო
შეიკი და კუპერი ერთად იმყოფებიან დასასვენებლად, მოდელი კი თავიანთ საერთო სურათს აზიარებს.
2022 წლის სექტემბერი
Page six იტყობინება, რომ შესაძლოა წყვილი შერიგდეს და ალბათ, განიხილავენ მეტი შვილის ყოლასაც.
წყარომ დასძინა, რომ არც კუპერი და არც შეიკი არ ყოფილან სეროზულ ურთიერთობაში და რომ ორივეს „შვილის გაჩენის იდეა აქვს“.
ია რომანაძე