ქართველი მოდელი და ტელეწამყვანი გვანცა დარასელია პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებს გამომწერებს ხშირად უზიარებს და საკუთარ ცხოვრების წესზე კამერების წინაც არაერთხელ უსაუბრია.
გვანცა შვილებთან და მეუღლესთან - ვახო მჭედლიძესთან ერთად მცხეთაში ცხოვრობს და საკმაოდ აქტიური ცხოვრებითაა დაკავებული, თუმცა, როგორც თავად ამბობს, დასვენებისთვის დრო ყოველთვის რჩება.
ამჟამად წყვილი პრაღაში იმყოფება და ფოტოებს გვანცა საკუთარ "ინსტაგრამზე" აზიარებს.