ლევან წულაძისა და მანანა კოზაკოვას ერთადერთი ქალიშვილი თინათინ წულაძე გასულ წელს პირველი შვილის დედა გახდა. ანდრო კოტეტიშვილი სამყაროს 27 ივლისს მოევლინა, მისი დაბადებით გამოწვეული სიხარული კი სოციალურ ქსელში უამრავმა ადამიანმა გაიზიარა.
თინათინ წულაძე 2019 წლის ივნისში დაქორწინდა და მისი რჩეული გიორგი კოტეტიშვილია. "ინსტაგრამის" პოსტის ქვეშ წყვილი მილოცვებს ამ დრომდე იღებს.
ამჯერად თინათინი და გიორგი ქორწინების 3 წლის იუბილეს აღნიშნავენ.