ბრედ პიტსა და ანჯელინა ჯოლის შორის კონფლიქტი კიდევ უფრო იძაბება. ანჯელინამ ბრედს ფიზიკური ძალადობის ბრალდებით უჩივლა, შემდეგ კი FBI-ს დასდო ბრალი იმაში, რომ საქმე არ გამოიძიეს.
ანჯელინა ჯოლიმ ბრედ პიტის წინააღმდეგ მორიგი სასამართლო დავა დაიწყო. ამჯერად მსახიობმა სარჩელი შეიტანა ყოფილი ქმრის წინააღმდეგ და მას ღვინის კომპანია „შატო მირავალის“ მიტაცებაში ადანაშაულებს. ანჯელინა ამტკიცებს, რომ ბრედ პიტმა ღვინის მარანზე სრული კონტროლი აიღო, რაც დანაშაულია, რადგან ქონება მათ თანაცხოვრებაში აქვთ შეძენილი. გამოცემა „ფეიჯ სიქსი“ წერს, რომ ჯოლი პიტისგან 250 მილიონ დოლარს ითხოვს.