მას შემდეგ, რაც ლეონარდო დიკაპრიოსა და კამილა მორონეს დაშორების შესახებ გახდა ცნობილი, ტაბლოიდებმა აქტიურად დაიწყეს მსახიობის ახალ რომანზე საუბარი. მათი მტკიცებით, ლეონარდო 27 წლის მოდელს, ჯიჯი ჰადიდს ხვდება.
გამოცემები ამტკიცებენ, რომ ლეოს ჰადიდი ჯერ კიდევ მაშინ შეუყვარდა, როცა ის კამილასთან იყო ურთიერთობაში.
ცოტა ხნის წინ ჯიჯი და ლეონარდო ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე გამოჩნდნენ და მათი სიახლოვე პაპარაცებსაც არ დაუტოვებიათ უყურადღებოდ. ამერიკული მედია აქტიურად წერს, რომ წყვილმა ერთად ყოფნა უკვე დაადასტურა.