კიმ კარდაშიანმა The late night show-ში ჯეიმს გორდონთან სტუმრობისას, კომიკოს პიტ დევიდსონთან დაშორების შემდეგ პირველად ისაუბრა სამომავლო ურთიერთობების გეგმებზე.
კარდაშიანმა დაადასტურა, რომ ამ ეტაპზე მარტოხელაა, მაგრამ ბედნიერია. 41 წლის კიმი ამბობს, რომ ამ ეტაპზე ახალ ურთიერთობას არ ეძებს. მისივე თქმით, იცის, რომ მეორე ნახევრის ძებნის ხერხები უნდა შეცვალოს, რადგან ყველაფერი ისე არ მიდის, როგორც მას სურს.
"ამაზე არ მიფიქრია, რადგან არ ვეძებ ახალ ურთიერთობას. უბრალოდ, მინდა ცოტა ხნით განვიტვირთო. ვაპირებ, დრო საკუთარ თავს დავუთმო, სწავლა დავამთავრო და ა.შ. მაგრამ სამომავლოდ, მგონია, რომ სხვა ადგილებში უნდა ვეძებო მეორე ნახევარი, რაღაცის შეცვლა მესაჭიროება", - ამბობს კარდაშიანი.
წაიკითხეთ სრულად