საქართველოს ნაკრების ყოფილი თავდამსხმელის, გოჩა გოგრიჭიანის შვილი, "ბალტიკას" 22 წლის ფორვარდი გოჩა გოგრიჭიანი-უმცროსი, სკანდალში გაეხვია. გოგრიჭიანის ყოფილი მეგობარი გოგონა კრისტინა კუდუსი ირწმუნება, რომ გოჩამ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა:
"მას ადამიანს ვერ ვუწოდებ, არაერთხელ მცემა, მაგრამ ახლა ყველა საზღვრებს გადასცდა. მეტად აღარ გავჩუმდები და აღარ მოვითმენ. ცხვირი გამიტეხა. განზრახ. ოპერაციის შემდეგ დავბრუნდი, თაბაშირი მქონდა და ისევ მომაყენა ტრავმა. ზემოდან ხელით მთელი ძალით მაწვებოდა, ასევე მთელი ძალით ფეხებით მთელ სხეულზე მირტყამდა. ბარძაყზე უზარმაზარი ჰემატომა მაქვს, გაგუდვით მემუქრებოდა...გაგრძელება