ლეონარდო დოკაპრიოსა და ჯიჯი ჰადიდის ურთიერთობის შესახებ ინფორმაცია უკვე დიდი ხანია, ვრცელდება. თუმცა, ბევრი ადამიანი თვლიდა, რომ ეს მხოლოდ ჭორია და სიმართლეს არ შეესაბამება. სოციალურ ქსელებში იმაზეც ხუმრობდნენ, რომ მსახიობი მხოლოდ 25 წლამდე გოგონებს ხვდებოდა, ჯიჯი კი რამდენიმე თვეში 28 წლის გახდება. გარდა ამისა, მოდელი მარტოხელა დედაა და გოგონას ზრდის.
მიუხედავად ამისა, ინსაიდერები დარწმუნებით აცხადებენ, რომ ჯიჯი ჰადიდი ლეონარდო დიკაპრიოსთვის ოცნების გოგონაა. მათივე მტკიცებით, მსახიობს ახალგაზრდა მოდელი ჯერ კიდევ ოჯახის შექმნამდე და შვილის გაჩენამდე მოსწონდა.
"ისინი ერთმანეთს დიდი ხანია, იცნობენ, თუმცა აქამდე ორივეს გული დაკავებული იყო. ახლა კი ხელს არაფერი უშლით." - აცხადებს Page Six-თან ინტერვიუში მსახიობის ნაცნობი.
როდესაც რამდენიმე კვირის წინ ლეონარდო და ჯიჯი ერთ-ერთ ბარში ერთად დააფიქსირეს და ფოტოები გაავრცელეს, თაყვანისმცემლები კიდევ უფრო მეტად დარწმუნდნენ, რომ მათ შორის უბრალო ნაცნობობაზე მეტია. ამაზე ჯიჯის მამამაც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ მისი შვილი და დიკაპრიო უკვე დიდი ხანია, ერთმანეთს იცნობენ.
წაიკითხეთ სრულად