უცხოური გამოცემები აქტიურად წერენ მეგან მარკლის შესახებ, რომელიც რამდენიმე დღეში გამოცემა „ვარიეთისთან“ ინტერვიუში დედოფალ ელისაბედისა და მეფე ჩარლზის შესახებ ისაუბრებს.
მონაკვეთები ინტერვიუდან უკვე გავრცელდა და, როგორც ცნობილია, მეგანი დედოფალს დადებითად ახასიათებს, ხოლო ჩარლზის შესახებ სკანდალური განცხადების გაკეთებას გეგმავს.
ამ ინტერვიუში მეგანი საუბრობს „ნეტფლიქსის“ ახალ პროექტზე, პრინც ჰარისა და მეგან მარკლის შესახებ გადაღებულ ახალი დოკუმენტურ ფილმზე, რომლისთვისაც წყვილმა 100 მილიონი დოლარი მიიღო.
გამოცემამ გამოაქვეყნა კადრები მეგანის ფოტოსესიიდანაც, სადაც მან რამდენიმე „ლუქი“ მოირგო.