თამთა გოდუაძის მიერ ბოლოს გამოქვეყნებულმა ფოტოებმა მედიის განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია. კადრებს „იშვიათი გამოჩენა“ უწოდეს, რადგან მომღერალი საყვარელ მამაკაცთან, პერის კასიდოკოსტას-ლაცისთან ერთად თითქმის არასდროს ჩნდება.
38 წლის პერისი საბერძნეთში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ბიზნესმენია და მის მფლობელობაშია ნავთობის, გადაზიდვებისა და კინოპროდიუსინგის კომპანიები. თამთა პერისთან ურთიერთობას დიდი ხნის განმავლობაში მალავდა, თუმცა პაპარაცებმა ისინი ერთად არაერთხელ დააფიქსირეს. როგორც ცნობილია, წყვილი ერთად 2015 წლიდან ცხოვრობს, თუმცა ცნობილი ამის შესახებ 2018 წელს გახდა. ახალ ფოტოებში წყვილი საკუთარი სახლის ეზოში ხელჩაკიდებული პოზირებს.
თამთა გოდუაძეს მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში იცნობენ. ის განსაკუთრებით პოპულარულია საბერძნეთში, სადაც ცხოვრობს და არაერთ მუსიკალურ პროექტში იღებს მონაწილეობას. თამთა საქართველოში ფართო საზოგადოებამ სულ რამდენიმე წლის წინ გაიცნო, როცა ერთ-ერთ რეიტინგულ შოუში ჟიურის წევრის ამპლუა მოირგო.მისი პროფესიონალიზმი, ქარიზმატულობა და შარმი შეუმჩნეველი არ დარჩენია არც ბერძენ მსმენელს. მომღერალი საბერძნეთში შოუ „სუპერ აიდოლით“ გაიცნეს და მალევე შეიყვარეს. მისი გულშემატკივრების რიცხვი კი განსაკუთრებით მას შემდეგ გაიზარდა, რაც 2019 წელს „ევროვიზიაზე“ კვიპროსის სახელით წარდგა და კონკურსის ფინალისტიც გახდა.