„მართალია, 9 თვის წინ წავედი, მაგრამ უკვე მესამედ ჩამოვედი. ძალიან მიყვარს მეგობრებისთვის სიურპრიზის მოწყობა და ახლაც მოულოდნელად დავადექი თავზე. საქართველოში პირველ რიგში ოჯახის – მშობლების და ძმების მონატრებით ჩამოვდივარ, რადგან ძალიან არ მინდა, მშობლებს, რომლებიც უკვე ასაკში არიან, ჩემი არყოფნით გული დავწყვიტო. ამასთანავე, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ლევან წულაძე ყოველთვის მაძლევს მის სპექტაკლებში მონაწილეობის საშუალებას.
მეც და ჩემს მეუღლესაც ყოველთვის გვინდოდა საკუთარი შესაძლებლობების საზღვარგარეთ
მართალია, ლონდონში ჩასულს ყველა დასვენებას მირჩევდა, მაგრამ მე მაინც მუშაობა მერჩივნა. ამიტომ ჩასვლისთანავე უამრავი წერილი გავგზავნე სხვადასხვა სააგენტოში. სიმართლე ვთქვა, არ ველოდი და ძალიან გამიკვირდა, როცა პირველ საღამოსვე მივიღე პასუხი. უამრავმა ადამიანმა გამოთქვა ჩემი გაცნობის სურვილი, რაც ძალიან სასიამოვნოა, რადგან ბრიტანეთში ჩასულს ცოტა საკუთარ თავში შემეპარა ეჭვი. ძალიან ბევრ ადამიანს შევხვდი და უამრავი საინტერესო შეთავაზება მივიღე, თუმცა საბოლოოდ მაინც მცირე სააგენტო ავირჩიე. სიმართლე ვთქვა, არ ვიცი, რამდენად სწორი არჩევანი გავაკეთე, იმედია გამიმართლებს და ბრიტანეთშიც შევძლებ საინტერესო პროექტებში მონაწილეობას. საქართველო პატარა ქვეყანაა, ამიტომ აქ მარტივია პოპულარობა“ - ამბობს ლელა მებურიშვილი.
