ლეონარდო დიკაპრიო და ჯიჯი ჰადიდი Circoloco-ს ჰელოუინის უზარმაზარ წვეულებაზე ერთად შენიშნეს. გავრცელებული ხმების მიხედვით, "ტიტანიკის“ ვარსკვლავი მოდელ ბელა ჰადიდთან, ირინა შეიკსა და არტ-დილერ ჰელი ნაჰმადთან ერთად ეწვია წვეულებას. წყაროს თქმით, რომელიც ბრიტანულ გამოცემა Page Six-ს ესაუბრა, ლეოს მთელი საღამო "საშიში ნიღაბი" ეკეთა და მას მხოლოდ სასმელის დალევის დროს იხსნიდა. გავრცელებული ხმების მიხედვით, მსახიობის ნიღაბი ნახევრად მონსტრის, ნახევრად ზომბის იყო.
დიკაპრიო ჰელოუინის სიყვარულითაცაა ცნობილი. ის წვეულებებზე ინკოგნიტოდ ჩნდება, მაგალითად, შარშან გამართულ უზარმაზარ წვეულებაზე ის 100 წლის მამაკაცის ფორმაში გადაცმული მივიდა და ასე გააცურა სტუმრები.
წაიკითხეთ სრულად